LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ENKA თუ არ დარჩა, „ნამახვანჰესის“ პროექტი შესაძლოა სახელმწიფომ განახორციელოს

67
9528c67fcda8d8f113a4b1bcfe79864d-XL

“ENKA თუ არ დარჩა, შეიძლება, „ნამახვანჰესის“ პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს”, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას გააკეთა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა დაწყებული არ არის და სახელმწიფო ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესშია, რომ თუ ENKA პროექტში არ დარჩება, სახელმწიფოსთან შეთახმებით დატოვოს პროექტი.

„დარწმუნებული ვართ, ამ შეთანხმებას მივაღწევთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს საკითხი არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ ინვესტორთან და მეორე იმდაგვარად მოგვარდეს, რომ შემდეგ კვლავ გახსნილი იყოს განხორციელებისთვის. ENKA თუ არ დარჩება პროექტში, მომავალში ეს პროექტი შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, რაც ურიგო არ იქნება, იმ კითხვების გათვალისწინებით, რა კითხვებიც ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც მოვიყვანოთ, მაგრამ რაც მთავარია, „ნამახვანჰესის“ პროექტმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა, რომ მსხვილ პროექტების განხორციელებისას მართლაც განსხვავებული მიდგომა და მთავრობის მხრიდან მეტი მუშაობაა საჭირო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ენერგეტიკოსი: თუ ეს პროექტი ჩაიშლება, ნამახვანჰესი დადგება ისეთი მოვლენების გვერდით, როგორიცაა მცხეთის რეაქტორის დანგრევა ორთავიანი ბავშვების დაბადების საბაბით

დარწმუნებული ვარ, მიუხედავად სირთულისა, ნამახვანჰესი აუცილებლად აშენდება და უნდა აშენდეს – ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები