LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ თვითმმართველობების შემოსავლების გაზრდაზე საკანონმდებლო ინიციატივებს ამზადებს

76
ანი წითლიძე 1

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და ადგილობრივ თვითმმართველობებში რეალური დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

წითლიძემ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა დააანონსა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლები.

დეპუტატი განცხადებით, მაშინ, როდესაც ადგილობრივ დონეზე არსებობს არჩეული საკრებულოები და მერები, გლეხს სოფლის მეურნეობის საკითხების გადაწყვეტილება ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით უწევს.

მისივე თქმით, პრობლემა ადგილობრივი ქონების გადაცემის საკითხი და ადგილობრივი შემოსავლებია. როგორც წითლიძემ თქვა, უმეტესი ნაწილი, ცენტრალურ ხელისუფლებას მიაქვს და ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ მცირე შემოსავალი რჩება.

დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ქონების გადაცემის დაწყების შესახებ ვალდებულება, ჯერ კიდევ 2017 წელს აიღო  და მას დღემდე არ ასრულებს.

„ადგილობრივი ქონება, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მიწები, წიაღისეული – დღეს ყველა ეს ჩამოთვლილი უფლებამოსილება არის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებისთვის დამატებით ბიუროკრატიას ქმნის.

მაგალითად, თუ ზუგდიდელს, წალენჯიხელს, სენაკელს თავისი სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია დასჭირდება, ამისთვის უნდა მიმართოს ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობრივი ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი. არადა, რეალურად, ევროპული ქარტიითა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ყველა ეს ჩამოთვლილი კომპეტენცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება.

პრობლემაა შემოსავლების ნაწილშიც, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო ადგილობრივი შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვება, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს მისცემდა საშუალებას, ყოფილიყო თვითკმარი, დამატებითი შემოსავლების მხოლოდ 19% რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში, დანარჩენს ანაწილებს  ცენტრალური ხელისუფლება.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობებში, რაც ხელს შეუწყობს არჩეულ მერებს და საკრებულოებს, იყვნენ უფრო ქმედითები.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა და გაგვცეს პასუხი, რატომ არ ასრულებენ სამინისტროები კანონს.

შემოსავლების ნაწილში ფრაქციას გვექნება საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში პარლამენტს წარვუდგენთ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

დეპუტატის შეფასებით, დეცენტრალიზაციის პროცესის შეფერხებას პოლიტიკური მიზეზი აქვს, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებას არ სჭირდება ძლიერი საკრებულოები და არჩეული თანამდებობის პირები.

პოპულალურები