LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ სანქცირებულ პირთა საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე კანონპროექტის განხილვის დაწყებას მოითხოვს

148
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, პარლამენტმა განიხილოს, მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს საქართველოში სანქცირებული პირების შემოსვლას.

როგორც ენმ-ის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია ხორციელდება.

ასევე, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობენ.

შალვა პაპუაშვილი: დიდია საფრთხე, რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიის პოლიტიკამდე გადავიდეს

კანონპროექტის თანახმად, იმ ქართულ  და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არიან, საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსება და ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

პარტიის კიდევ ერთი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, კანონპროექტის, რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას აკრძალავდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ გასულ წელს დააინიიცირა:

„ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას აღნიშნული პროექტი განეხილა დაჩქარებული წესით, შემოდეს თაროზე და პროცესი გაყინეს.

„რუსულმა ოცნებამ“ თავის დროზე შემოუშვა გავრილოვი, რომელმაც საზოგადოებას მიმართა იმ სკამიდან, საიდანაც პირველმა პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

მათ შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი პოზნერი, როცა მთელი ქვეყანა დახურული იყო და ადამიანები ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილი პანდემიის დროს.

ახლა უკვე მათ შემოუშვეს ლავროვის ოჯახის წევრები, რომლებიც არიან საერთაშორისოდ სანქცირებული პირები და მათთვის დაკეტილია მთელი თავისუფალი სამყარო. ვინ იქნება შემდეგი?

ლავროვი, რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, ჩვენი მოქალაქეების დახოცვის, უკრაინის ომის და რომელიც ამბობს, რომ ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ამ პირობებში არ არსებობს გარანტია, რომ სანქცირებული პირები მომავალშიც არ შემოვლენ.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ენმ-მ ერთი წლის წინ დააინიციირა.

მოველით, რომ საქართველოს პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება განახორციელოს, დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი“. – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

კალაძე: „არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის, გავიმეორებ ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ამას მივესალმებით“

პოპულალურები