თბილისის მერი აცხადებს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ხელისუფლება მიესალმება ქვეყანაში იმ ბიზნესკომპანიების ჩამოსვლას, რომლებიც სანქცირებულები არ არიან.
შალვა პაპუაშვილი: დიდია საფრთხე, რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან ანექსიის პოლიტიკამდე გადავიდეს
„მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში, გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენ ამას მივესალმებით.
ჩამოვიდნენ ბიზნესკომპანიები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები. მივესალმებით ამას, არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„გაიღვიძე საქართველო, გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია” – მამუკა ხაზარაძე