„ნებისმიერი ლოდინი – „დაველოდოთ, რას გადაწყვეტს დეკემბერში ევროპა სტატუსზე“ ან „მოვემზადოთ 2024-სთვის“ – არის დროის მიცემა რუსებისთვის, საბოლოოდ გაიფორმონ ქვეყანა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული პუნქტებით რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ეხმიანება და წერს, რომ „რუსეთის გუბერნიას სტატუსს არავინ მისცემს“.
„რუსებს (იქაურებს და აქაურებს) უკრაინის კონტრშეტევის ხელშესახებ შედეგებამდე უნდათ საქართველოში საქმეს მორჩნენ.
ნებისმიერი ლოდინი – „დაველოდოთ, რას გადაწყვეტს დეკემბერში ევროპა სტატუსზე“ ან „მოვემზადოთ 2024-სთვის“ – არის დროის მიცემა რუსებისთვის, საბოლოოდ გაიფორმონ ქვეყანა.
სტატუსს ნუ ელოდებით. რუსეთის გუბერნიას სტატუსს არავინ მისცემს. აი, სტატუსის ლოდინი ლოზუნგით “ხალხი იმსახურებს” ძვირად დაგვიჯდება.
ეს ბრძოლა ქართველების მოსაგებია. როგორც ჰოსტომელის ბრძოლა მოიგებს უკრაინელებმა. დახმარება იქნება.
თუ არ იქნება თავისუფლება, არც მშვიდობა იქნება. დიდება თავისუფლებას. ძალა ერთობაშია“, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულების გაცემის შემდეგ, დღეს თბილისის აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაჯდა.
1. რუსებს (იქაურებს და აქაურებს) უკრაინის კონტრშეტევის ხელშესახებ შედეგებამდე უნდათ საქართველოში საქმეს მორჩნენ.
2….
Posted by Zurab Tchiaberashvili on პარასკევი, 19 მაისი, 2023