LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტი არ არის, საქართველოს ინტერესების მტერია ის, ვინც რუსეთს ოკუპანტს უწოდებს“ – თემურ მაისურაძე

148
თემურ მაისურაძე

„რუსეთი ოკუპანტი არ არის, რა თქმა უნდა, არ არის!“, – ამის შესახებ „საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თემურ მაისურაძემ განაცხადა და აღნიშნულით უპასუხა კითხვას, არის, თუ არა რუსეთი ოკუპანტი.

მისი თქმით, „საქართველოს ინტერესების მტერია ის, ვინც რუსეთს ოკუპანტს უწოდებს“.

მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავი დაეშვა – რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაჯდომა შამპანურით აღნიშნეს

პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ.

„ტერიტორიული მთლიანობა აღდგება რუსეთთან მეგობრობასთან ერთად“. – განაცხადა თემურ მაისურაძემ.

ცნობისთვის, თემურ მაისურაძე სხვა პროგანდისტებთან ერთად, დღეს მოსკოვი-თბილისის ავიარეისის პირველ ბორტს ჩამოჰყვა.

„თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე“ – კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“