LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა მეოთხე შვილს ელოდებიან

460
photo-collage.png (3)

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ანა კურნიკოვა დედა მეოთხედ გახდება. 44 წლის ყოფილი ჩოგბურთელის ორსულობის შესახებ ეჭვები ახალმა ფოტოებმა გააჩინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ენრიკე იგლესიასის პარტნიორი შოპინგზე არაერთხელ დააფიქსირეს. ამასთან, საზოგადოების მახვილ თვალს არ გამოჰპარვია, რომ ის წელზე თავისუფლად მორგებულ ტანსაცმელს იცვამს.

სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით ქსელი მოიცვა სპეკულაციამ, რომლის თანახმად ვარსკვლავური წყვილი ოჯახში მატებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ 2001 წლიდან ანა კურნიკოვა ურთიერთობაშია ესპანელ მომღერალთან, ენრიკე იგლესიასთან. ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც ორივე პოპულარობის პიკში იყო. მათი გზები სწორედ 2001 წელს იგლესიასის სიმღერის – Escape კლიპის გადაღებებზე გადაიკვეთა. რომანის დაწყებიდან მალევე კურნიკოვამ წარმატებული სპორტული კარიერა დაასრულა. წყვილს სამი შვილი ჰყავს: შვიდი წლის ტყუპები, ნიკოლასი და ლუსი და ხუთი წლის ქალიშვილი, მარია. 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ კურნიკოვა და იგლესიასი საიდუმლოდ დაქორწინდნენ, თუმცა ოფიციალური კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები