მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დღეს დაუდასტურა, ამის შესახებ „ფორტუნას“ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის ტესტი მიხეილ სააკაშვილს პერიოდულად უტარდებოდა ხოლმე, მაგრამ ორი დღის წინ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებოდა და ამიტომ გადაწყდა მისთვის ტესტის გაკეთება.
„თანამშრომლებიდან კორონავირუსი არავის აქვს დადასტურებული. ვისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო მიხეილ სააკაშვილი, ვერ გეტყვით. ეპიდემიოლოგიური სამსახური საქმის კურსშია და გავარკვევთ, როგორ დაინფიცირდა“. – აღნიშნა „ფორტუნასთან საუბარში ზურაბ ჩხაიძემ.
ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, აქვს მაღალი ტერმპერატურა და აღენიშნება კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა და ზოგადი სისუსტე“. – აცხადებს ჩხაიძე „ფორტუნასთან“.
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – ადვოკატი
ალასანია სააკაშვილზე: ძალიან ცუდად არის, ფეხზე ვერ დგება