ეპიდემიურ ზღვარს არ ვუახლოვდებით – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ “ქრონიკის” ეთერსი განცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განაცხადებით, ვირუსთან დაკავშირებული გამოძახებების და მიმართვიანობის რაოდენობა მცირდება, თუმცა მძიმე ავადმყოფები ისევ კლინიკებში რჩებიან. მათ უმრავლესობას ქრონიკული დაავდება აქვს.
„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, საავადმყოფოში კვლავ რჩებიან მძიმე პაციენტები და სამწუხაროდ გვაქვს გვიანი მიმართვიანობა”.
გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს და თავი შეიკავონ თვითმკურნალობისგან.
„ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყველაზე უფრო მაღალი მტკიცებულებაზე დაყრდნობილი შედეგები აქვს სწორედ ტიმუფლუს პრეპარატს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის შედეგად რვა ადამიანი გარდაიცვალა.