LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

184
გიორგი ჩახუნაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აკადემიკოსს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გირაოს შეფარდებაზე შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

ბრალდების მხარის თქმით, გასათვალისწინებელია გიორგი ჩახუნაშვილის პროფესია, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება 20 ათას ლარიანი გირაოს ოდენობით.

დაცვის მხარემ კი უარყო ბრალდება და აღნიშნა, რომ არ არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაამტკიცებს. შესაბამისად, ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებაზე და მოსამართლეს პირადი თავდებობა შესთავაზა. დაცვის მხარის თქმით, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს თავდებში ოთხი პირი დაუდგება – მისი ვაჟი, ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, მალხაზ გომელაური, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და თამილა ლაფანაშვილი.

სიტყვის უფლებით ისარგებლა გიორგი ჩახუნაშვილმა და მოსამართლეს უთხრა, რომ წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ არ თვლის.

„არ ვთვლი, რომ დანაშაული ჩავიდინე. ყოფნით ვიყავი იქ, მაგრამ მე დანაშაული არ ჩამიდენია, ვასრულებდი ჩემს სამედიცინო მოვალეობას აქციის დაწყებიდან მის ბოლომდე. ხალხს გავუწიე პირველი სამედიცინო დახმარება და დღესაც იგივეს გავაკეთებდი. ვემხრობი ევროპულ სტანდარტებს და აქციაზეც ვიყავი, მაგრამ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიმიღია.

ადვოკატი: „ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი, მის სახლთან 100-მდე საპოლიციო ძალა იყო“

„ჩაატარეს ჩხრეკა, თუმცა, მისთვის დაკავების საფუძვლები ცნობილი არ არის, მასთან კითხვები შეეხებოდა ათონელზე მიმდინარე პროცესებს“ – ამბობს ადვოკატი.

ახლა როგორ უნდა გავხდე 71 წლის ასაკში საშიში, ცხოვრების ყველა ეტაპზე სულ სიკეთე მაქვს ნაკეთები. საშიში არასდროს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები“, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

⭕ თბილისის მერი, კახა კალაძე ექიმის, პედიატრის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას საპროტესტო აქციებსა და 4…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025

შეგახსენებთ, პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავა. მისი დაკავება უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g