LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები ახალი სინდრომის შესახებ გვაფრთხილებენ, რომელსაც მარიხუანა იწვევს

1296
marixuana

ცნობილი ხდება ახალი, ამოუცნობი სინდრომის შესახებ, რომელსაც სავარაუდოდ, მარიხუანას მოხმარება იწვევს. ახალი კვლევის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი” წერს. ეჭვი ახალი, აქამდე უცნობი ეტიოლოგიის დავაადების შესახებ მაშინ გაჩნდა, როდესაც ავსტრალიის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ბრიგადას ერთდროულად რამდენიმე პაციენტმა ერთნაირი სიმპტომებით მიმართა. ძირითადი წუხილი ძლიერი ღებინება იყო და დიდი დისკომფოტი, რომელიც ცხელი აბაზინის მიღების შემდეგ სუსტდებოდა. ამ ფაქტებზე დაკვირვება ექიმებმა 2004 წლიდან დაიწყეს და ყველა ეს შემთხვევა, უშუალოდ მარიხუანას მომხარებიდან ერთ საათში იწყებოდა. ამ სინდრომს ავსტრალიელმა ექიმებმა CHS ანუ კანაბინოიდის ჰიპერღებინების სინდრომი უწოდეს. თუ აქამდე ეს სინდრომი მხოლოდ რამდენიმე ქვყანაში და ისიც მცირე დოზით გვხვდებოდა, ამჯერად CHS-ის შემთხვევებმა იმატა, განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკაში.

ბოლო კვლევებით, სადაც მარიხუანას მომხმარებლებს იკვლევდნენ, 2500-ზე მეტმა მომხმარებელმა სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას მარიხუანას მოხმარებიდან მალევე მიმართა. პაციენტები ძლიერ ღებინებასა და პარანოიას უჩიოდნენ. კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ მონტე ამბობს, რომ კვლევები ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g