LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმების ჩამონათვალი, რომლებიც უანგაროდ გაგიწევენ კონსულტაციას – #ექიმიგმირია

11591
Untitled design

სამედიცინო ჯგუფში Med Room ექიმი გმირიას ჰეშთეგით #ექიმიგმირია კამპანია მიმდინარეობს და ვრცელდება სხვადასხვა ექიმის საკონტაქტო ნომერი, ასევე მათთან დასაკავშირებელი პირადი „ფეისბუქ“-გვერდები, სადაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ მათგან ონლაინკონსულტაცია კორონავირუსთან დაკავშირებით, თუკი სხვა დახმარების მიღებას ვერ ახერხებთ. აღსანიშნავია, რომ ექიმები თავად ავრცელებენ თავიანთ საკონტაქტო ინფორმაციას და მზად არიან, თანამოქალაქეებს დახმარება გაუწიონ.

შორენა ბაწაშვილი

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მე ვასაჯაროვებ ჩემს პირად ტელეფონის ნომერს, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. დღეს ძალიან ჭირს 112-ზე დარეკვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმები თავს არიდებენ პაციენტებთან კონტაქტს, უბრალოდ ,სისტემა გადატვირთულია. მოვუწოდებ სხვა ექიმებსაც შემომიერთდნენ. ☎ 591242027 დამიკავშირდით თუ დაგჭირდათ ექიმის კონსულტაცია. ჯანმრთელობას გისურვებთ. თუ ვერ მიკავშირდებით კითხვები ჩათში მომწერეთ გიპასუხებთ ყველას“.

მაიკო ლეფსვერიძე

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 11️2️-ის უფროსი ექიმი, ბოჭორიშვილის ინტენსიურის ექიმი თერაპევტი, ექიმი ენდოკრინოლოგი მაიკო ლეფსვერიძე საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, გაუწიოს ონლაინკონსულტაცია სრულიად უანგაროდ Med Room-ის ჯგუფის წევრებს.

როგორც მაიკო ლეფსვერიძე აღნიშნავს, „ძალიან ბევრია პანიკაში და არასწორად ყლაპავს ანტიბიოტიკებს, ბევრი მეზობლის რჩევით მკურნალობს, რის გამოც რთულდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორ მიმართულებას მივცემ“.

ალექსანდრე გოგინავა

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნებისმიერ დროს – ექიმი ინფექციონისტი  ალექსანდრე გოგინავა ☎️ 558385390“

სოსო მჭედლიშვილი

დიპლომირებული მედიკოსი სოსო მჭედლიშვილი.

გამოთქვამს სურვილს, საჭიროების შემთხვევაში გაგიწიოთ  ონლაინკონსულტაცია სრულიად უანგაროდ და უერთდება Med Room-ის გუნდს.

“უკვე 6 წელია,მიმღებ განყოფილებაში ვმუშაობ, მოზრდილთა, ასევე პედიატრიის მიმართულებით. თებერვლიდან მოყოლებული ვმუშაობ ცხელების და კოვიდმიმღებ კლინიკაში. თუ რამეში ჩემი დახმარება დაგჭირდებათ, თქვენ ან ვინმეს  შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით“.

სალომე კობერიძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, სალომემ გამოთქვა სურვილი საჭიროების შემთხვევაში გაგიწიოთ ონლაინკონსულტაცია (კომპეტენციის ფარგლებში) სრულიად უანგაროდ და უერთდება Med Room-ის გუნდს.

ეკა ყიფიანი

პედიატრი, Pediatric Emergency Care-ის ხარისხის სამსახურის უფროსი ეკა ყიფიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თქვენს პატარებს ონლაინკონსულტაციას სრულიად უანგაროდ გაუწევს.

 

თიკა კვარაცხელია

კარდიოლოგიის რეზიდენტი თიკა კვარაცხელია, საჭიროების შემთხვევაში, ასევე გაუწევს კონულტაციას ონლაინ მსურველებს. „ვაცხადებ მზაობას, დავეხმარო ხალხს კოვიდ-19“-თან ბრძოლაში“, აღნიშნავს ექიმი.

 

ანი ხუბულავა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, 112-ის უმცროსი ექიმი ანი ხუბულავა  უანგაროდ გაუწევს კონსულტაციას მსურველებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g