LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექიმებისგან მოითხოვეთ,ზუსტად დააფიქსირონ თქვენი შვილის დაბადების დრო – საათი და წუთი”

1331

ასტროლოგი,  რამაზ გიგაური სამშობიარო სახლებს ადამიანის დაბადების ზუსტი დროის აღრიცხვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქართველი ექიმებისგან განსხვავებით,  ევროპელმა ექიმებმა ზუსტად იციან, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს პირადი ჰოროსკოპის შედგენისას.

 

“სამშობიარო სახლებმა ჩაწერეთ ხოლმე რა ბავშვის დაბადების ზუსტი დრო. ზუსტი დრო არ ნიშნავს, რომ მაგთივით ან ჯეოსელივით დაამრგვალოთ და დაწეროთ 13:00 საათი ან 21:30 საათი.

როცა უცხოეთში დაბადებული ბავშვის ჰოროსკოპს ვაკეთებ, წუთი წუთზე იციან დაბადების დრო, იმიტომ, რომ ამერიკელმა და ევროპელი ექიმებმა ზუსტად იციან ამის მნიშვნელობა.

ჩვენ კიდევ ვერ უნდა გამოვიდეთ იმ პერიოდიდან, როცა საქართველოში ადამიანები იბადებოდნენ:
* “ბლები რო ყვაოდნენ”, 
* “ჩვენი კოლა რო დაიღუპა”,
* “ცალხელა ანზორა რო დათვრა და კიბეზე დაგორდა”;
* “ზანგირაანთ იოსება თავჯდომარედ რო აირჩიეს”
კარგით რა ხალხო?!

P.S. ექიმებისგან მოითხოვეთ, რომ ზუსტად დააფიქსირონ თქვენი შვილის დაბადების დრო – საათი და წუთი. ეს მნიშვნელოვანია.

https://www.facebook.com/ramaz.gigauri/posts/2250043548355549?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g