ცოტა ხნის წინ ცნობილმა მექსიკელმა ბლოგერმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბლოგერმა ფოტოზე აღბეჭდა მორიგე ექიმი ჰისპიტალში, რომელსაც შუაღამის სამ საათზე ჩაეძინა. ფოტოს თან ახლდა ტექსტი: „ბევრი პაციენტი ამ დროს შველას ითხოვდა“.
ბლოგერის კრიტიკული პოსტის საპასუხოდ ექიმებმა მექსიკის სხვადასხვა კლინიკებიდან სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს. მედიკოსებმა კოლეგის დასაცავად მორიგეობის დროს გადაღებული ფოტოები გააზიარეს და ყველას აჩვენეს, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ფოტოები ჰეშტეგით #YoTambienMeDormi სოციალურ ქსელში ყოველდღე ვრცელდებოდა, რაც თარგმანში ნიშნავს „მეც დავიძინე“. აღსანიშნავია, რომ ზოგიერითი ექიმის მორიგეობა მექსიკაში 36 საათს გრძელდება.