ბრიტანელმა ექიმებმა კორონავირუსის დასაგმობად “ჰაკა” იცეკვეს.
ამ ჟესტით მათ კორონავირუსის მიმართ აგრესია და საკუთარი სიმტკიცე გამოხატეს. ექიმებმა აღნიშნეს, რომ კაცობრიობა აუცილებლად იზეიმებს ამ ვირუსზე გამარჯვებას.
მოგვიანებით მათ ჟესტს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელში წერდნენ, რომ ეს ცეკვა შეურაცხმყოფელი იყო ახალი ზელანდიის მკვიდრთათვის, რომლებისთვისაც ჰაკა თავიანთი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.