LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: ის ჩემთვის ძალზე სიმპათიურია და ვნანობ, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი არ ჰყავდა

116
k dam

„უკრაინა 24″-ის ეთერში ცნობილმა უკრაინელმა ექიმმა, ევგენი კომაროვსკიმ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილი ძალზე ფიცხი პოლიტიკოსია, ფიცხი კარგი გაგებით, უკრაინას კი ასეთი პოლიტიკოსები ძალზე სჭირდება.

„სააკაშვილის შიმშილობა არის საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელების საშუალება. როდესაც ადამიანს სხვანაირად უბრალოდ არ შეუძლია. როგორც დიმიტრი გორდონი ამბობს, ნამდვილად ფიცხი ძალზე ცოტაა. ეს ვლადიმერ ვისოცკის სიტყვებია. მიშა კარგი გაგებით არის ფიცხი. ჩვენ ასეთი პოლიტიკოსები ძალზე გვჭირდება. ისეთები, რომლებიც მზად არიან ყველაფრით გარისკონ, საფრთხის ქვეშ დააყენონ საკუთარი სიცოცხლე. არა ფული, არა ის, რომ ვიღაცა ფულს წაართმევს ან მსგავსი რამე, არამედ მას აქვს მკაფიო პოლიტიკური მიზნები.

როდესაც პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვგულისხმობთ ფინანსურ ინტერესებს, ხოლო გასაგები პოლიტიკური მიზნები არ არის, მხოლოდ ლოზუნგები. მიხეილ სააკაშვილს კი ძალზე კონკრეტული და გასაგები პოლიტიკური მიზნები აქვს და მე მას გულახდილად ვუსურვებ ყველა გეგმის აღსრულებას. ის ჩემთვის ძალზე სიმპათიურია და ვნანობ, რომ უკრაინას ასეთი პრეზიდენტი არ ჰყავდა. უკრაინაში რომ ყოფილიყო ისეთი პრეზიდენტი, როგორიცაა სააკაშვილი, წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს შეეხებოდა ის აქ და რამდენი ადამიანი შეიძულებდა მას და დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ის ყველაზე დიდი არამზადაა“, – ამბობს კომაროვსკი.

კომაროვსკიმ ახლო წარსულიც გაიხსენა, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა.

„4 წლის წინ ქუთაისში ვიყავი, იქ საღამოს ვსეირნობდით და მითხრეს, რომ აქ ასე მარტივად საღამოს ადრე ვერ ვსეირნობდით, აქ იყო ბანდიტიზმი, დანაშაული. დავინახე, რომ ადამიანები მას ძალზე თბილად მოიხსენიებდნენ. აი, მაგალითად, გაჩვენებენ რაღაცა ობიექტს და გეუბნებიან – აი, ეს მიშამ გახსნა, მიშას დროს ასე იყო, აი, ეს მიშამ ააშენა – ამას ძალზე ხშირად მეუბნებოდნენ და ამაყობდნენ ამით.

მაგრამ ხომ ხვდებით, ეს უმადური საქმეა, რამდენი კარგიც არ უნდა გააკეთო, ადამიანები ძირითადად უმადურები და ბოროტები არიან. ძალიან მიკვირს – როდესაც ნაძირალა, ქურდი და დიქტატორი ხარ, ადამიანები შენზე ლოცულობენ და როდესაც ასეთი ქვეყნიდან, თუ შეიძლება ითქვას, კანფეტს გააკეთებ, შენ მერე სძულხარ, გსვამენ ციხეში. არც ვიცი სააკაშვილი რატომ დაიჭირეს, ეს არც მაინტერესებს, ვიცი რომ ის პოლიტიკოსია, ნამდვილი ფიცხი პოლიტიკოსი, და ყოველთვის გასაგები იყო, თუ რა სურდა მას“, – ამბობს ევგენი კომაროვსკი „უკრაინა 24″-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g