LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: როგორ შევაჩვიოთ ბავშვი წყლის სმას

151

პედიატრ ევგენი კომაროვსკის მორიგი ბლოგი წყალს ეძღვნება. წყალი, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის სასმელი, რომლის დეფიციტმა ბავშვის ორგანიზმში ყველაზე საშიში გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. ცნობილი პედიატრი გვთავაზობს რამდენიმე რეკომენდაციას იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ გაუწყლოებას ვირუსული ინფექციების დროს და მეორეს მხრივ, საშარდე გზების ინფექციას მოზარდებში.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, როგორ შევაჩვიოთ ბავშვი წყლის სმას:

მიანიჭეთ წყალს პრიორიტეტი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2010 წლის დასკვნაში ნათქვამია, რომ ადამიანებმა უნდა მიიღონ წყალი სუფთა სახით და არ ჩაანაცვლონ ის გაზიანი სასმელებით. ამისთვის კარგია, თუ გაზიან სასმელებს მთლიანად გააქრობთ მაცივრიდან, ან შეზღუდავთ მათ მოხმარებას. გარდა ამისა ოჯახები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების რითმს მიჰყვებიან, უარს ამბობენ სხვა სახის სასმელების მიღებაზე. შედარებით მოზდრილებს შეგიძლიათ დაელაპარაკოთ წყლის სასარგებლო თვისებებსა და მისი მიღების აუცილებლობაზე.

წყალი მუდამ ხელმისაწვდომი უნდა იყოს

აქვთ თუ არა თქვენს პატარებს წყლის ბოთლები და ჭიქები? იციან თუ არა მათ, როგორ დალიონ წყალი თქვენი დახმარების გარეშე? სასურველია ეს ჩვევა ბავშვა გამოიმუშავოს ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში. პატარებს ძალიან უყვართ ჭიქის ავსება წყლით, რაც არ უნდა დაუშალოთ.

აუხსენით ბავშვებს, რა არის „შარდის ტესტი“

მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, იღებს თუ არა ბავშვი საკმარისი ოდენობის წყალს  ბაღსა და სკოლაში. რადგან ამას დისტანციურად ვერ დააკვირდებით, არსებობს კარგად აპრობირებული მეთოდი. „შარდის ტესტი“, რომელის გაძლევთ საშუალებას, განსაზღვროთ, აქვს თუ არა ბავშვს სითხის ნაკლებობა ორგანიზმში. ორიენტირდით შარდის ფერზე, მუქი ფერი გულისხმობს, რომ თქვენს შვილს მეტი სითხე სჭირდება, ღია ფერის შემთხვევაში კი, ყველაფერი ნორმაშია.

გახადეთ წყალი უფრო გემრიელი

ბევრი წყლის მიღებას არომატორებით ამჯობინებს და ამაში ცუდი არაფერია. არაფერი დაშავდება, თუ წყალში ლიმონს, პიტნას ან გაყინულ ალუბალს დაამატებთ. სამაგიეროდ ეს წყალი უფრო გემრიელი იქნება და ის ბავშვებს მეტად მოეწონება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g