LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი-ნარკოლოგი: „ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა ყველაზე ეფექტური მაშინ არის, როდესაც ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და მოტივირებულია, იძულებითი მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტების დიდი ნაწილი რეციდივს განიცდის და ისევ უბრუნდება ნარკოტიკს“

176
ზურა სიხარულიძე

„პრობლემა სავალდებულო მკურნალობისას ისაა, რომ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა ყველაზე ეფექტური მაშინ არის, როდესაც ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და მოტივირებულია. იძულებითი მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტების დიდი ნაწილი რეციდივს განიცდის და ისევ უბრუნდება ნარკოტიკს“, – ასე ეხმაურება ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სავალდებულო მკურნალობა სავალდებულო იქნება, თუმცა „განსაკუთრებულ შემთხვევებში“.

„რას აანონსებენ საქართველოში არ ვიცი სანამ არ დაიდება პროექტი თუმცა სავალდებულო მკურნალობა ნიშნავს, როდესაც ადამიანს კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ავალდებულებენ გაიაროს მკურნალობის კურსი, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა მას ეს.

ნარკოდამოკიდებულ პირთათვის სავალდებულო მკურნალობა ძირითადად გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

1. სასამართლოს გადაწყვეტილებით – თუ ნარკოდამოკიდებული პირი ჩადის დანაშაულს, სასამართლოს შეუძლია მისთვის ალტერნატივად განსაზღვროს მკურნალობის პროგრამაში ჩართვა, რაც ზოგჯერ პატიმრობასაც ცვლის.

2. ნარკოტიკების მოხმარების განმეორებითი შემთხვევა – კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ თუ პირი განმეორებით დააკავეს ნარკოტიკის მოხმარებისთვის, მას შესაძლოა დაენიშნოს სავალდებულო მკურნალობა.

3. ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო – თუ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს აღენიშნება ისეთი ფსიქიკური დარღვევები, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან სხვებს, მას შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით დაავალდებულონ მკურნალობა.

„13 წელი მოხმარებისთვის მოვიხადე, ახლა თავისუფალი ვარ, მაგრამ ისევ საკანში“ – რას ვაკეთებთ უთანასწორობის შესამცირებლად: ბიზნესის როლი თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებაში

პრობლემა სავალდებულო მკურნალობისას ისაა, რომ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა ყველაზე ეფექტური მაშინ არის, როდესაც ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და მოტივირებულია. იძულებითი მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტების დიდი ნაწილი რეციდივს განიცდის და ისევ უბრუნდება ნარკოტიკს. ამიტომ, ბევრ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უფრო მოქნილია და აქცენტი კეთდება ნებაყოფლობით, ზიანის შემცირებაზე ორიენტირებულ პროგრამებზე“. – წერს ზურა სიხარულიძე.

„განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. ასევე, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი“ – ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მკაცრდება

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 17 მარტს პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „გარდა იმისა, რაც დაანონსებული იყო, შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოვიდეს სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა“.

მამუკა მდინარაძის განცხადებითვე, „ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი“.

„ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა“ – მამუკა მდინარაძე

„ვისაც ახლა გიხარიათ და თვლით რომ აქამდე სად იყვნენ… თუ თვლით, რომ ეს თქვენ არ გეხებათ და თქვენი შვილი ამას ვერ გაბედავს შიშით, გეტყვით — როცა დაიჭერენ და 7-8 წლით ციხეში გამოკეტავენ, მაშინ ნამდვილად არ მოგეწონებათ“ – ზურა სიხარულიძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g