LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექიმი, რომელმაც “ამცრა” იყო ვინმე გიორგი ჩანდლერი და იმედი მაქვს უმკაცრესად დაისჯება” – რას ჰყვება გოგელიას კლინიკის დაზარალებული ჟურნალისტი

7035
აცრაა

20 ოქტომბერს, ჟურნალისტმა გიო ფუტკარაძემ სოციალურ ქსელში იმ ადამიანებზე დაწერა, ვისაც როგორც აღმოჩნდა, ვაქცინის ნაცვლად c ვიტამინი გაუკეთეს.

„გრიპის ვაქცინა „გაჩითეს“ სულ რაღაც 70 ლარად … ამოვილუღლუღე, იმედი მაქვს ვინმე წყალს არ გაგიკეთებთ-მეთქი“ – ჟურნალისტი გიო ფუტკარაძე ე.წ. ვაქცინირებულ მეგობრებზე

როგორც აღმოჩნდა მათ შორის არის ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი.

გიო ფუტკარაძის შემდეგ, უკვე თავად მარიკა შალიკაშვილმა დაწერა გოგელიას კლინიკაში მომხდარი ფაქტის შესახებ და ის ექიმიც დაასახელა, რომელმაც მისივე თქმით, გრიპის ვაქცინის ნაცვლად c ვიტამინი გაუკეთა.

“იმაზე უკეთ ნამდვილად ვერ აღვწერ გუშინ რა შემემთხვა ვიდრე ეს Gio Putkaradze-მ გააკეთა, მაგრამ მაინც დავწერ ერთ ორ სიტყვას. მოკლედ, საკუთარ თავზე დაუსრულებელი ექსპერიმენტები და ცდები, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ეს ექსპერიმენტები ძირითად შემთხვევაში კრახით სრულდება, ამიტომ თუ შარს ეძებთ მართლაც საუკეთესო “პაძელნიცა” ვარ, ჩემი მეგობრები ამას შეჩვეულები არიან.

დიახ, გიორგის თქმის არ იყოს მზად ვარ შევიძინო ყველაფერი რასაც მთავაზობენ, მათ შორის დინოზავრის ქურქი, მტრედის კვერცხი, ინდაურის ხიზილალა, ვარაზის ხევში “პროწივზე” ამოვიდე, ნიკოლაძიდან მარჯვნივ გავუხვიო და უნივერსიტეტის პირველი კორპუსისკენ დავაწვე ისე რომ ვერ მივხვდე რატომ მოძრაობს ყველა მანქანა საპირისპიროდ, დავპარკინგდე ავტობუსის გაჩერებაზე, გავაჩერო ტაქსი გადავუხადო ფული და ვთხოვო სახლამდე მიმაცილოს მე კი მანქანით უკან გავყვე, წავიქცე იქ სადაც ორი წლის ბავშვებიც კი რთულად თუ მოახერხებენ, სამ თვეში ერთხელ ავიკიდო კორონა და ასე უსასრულოდ, ისტორიებს რა გამოლევს. მაგრამ ის რაც გუშინ მოვახერხე, ჩემს “ბიოგრაფიაში” ასეთი ბევრი არ არის.

ის რომ მარკეტინგის მსხვერპლი ვარ და ნებისმიერი პროდუქტის ჩემთვის შემოსაღება უმარტივესია, გასაგებია თუმცა სად სრულიად არასაჭირო ნივთის შეძენა და სად ისე აცრა რომ კითხვაც არ გაგიჩნდეს ორ ოთახიან “კლინიკაში” რომელსაც აბრაც კი არ გააჩნია, უბედნიერესი და აღფრთოვანებული რომ შედიხარ და იშხაპუნებ 4 კომპონენტიან გრიპის ვაქცინას და ამ დროს ის კარგ შემთხვევაში ც ვიტამინი, უარეს შემთხვევაში კი დღემდე რომ არ ვიცი რა იყო, აი ამას მართლაც დიდი მოხერხება უნდა.

Lana Beridze და Khàtia Khàtiashviłî რომლებიც სულ მიმეორებენ, რომ მოსიარულე შარი ვარ მაინც მენდნენ და დღეს ჩემი წყალობით ისინიც ც ვიტამინით არიან ”აცრილები” ☺️ მოკლედ ხომ ავიცერი, მერე განყოფილებაში გავატარე 5 საათი, სხვათაშორის იქაც ისე მოვახერხე ამ “სევდიანი” ისტორიის აღწერა რომ ყველამ ერთად ბევრი ვიცინეთ.

“როგორ ბედავთ! მეგონა ბავშვს ავცრიდი ვაქსიგრიპით აღმოჩნდა, რომ ც ვიტამინს აკეთებთ, გაავრცელეთ…”

ცოტა კი ვერ მიხვდნენ, ასე როგორ ვენდე ე.წ. ექიმს და ყუთის ნახვაც კი არ ვითხოვე რითი მცრიდნენ. ჩემი პასუხი იყო, ბანკში კრედიტს რომ ვიღებ ზუსტად ასე ვაწერ ხელს, არ ვკითხულობ ??‍♀️ მოკლედ, გუშინ კი ვიყავი შავ დღეში მაგრამ მაინც სულ მეცინებოდა. ჰოდა, რა ვქნა საკუთარ თავზე და ჩემს აბსურდებზე სიცილი ვგიჟდები ისე მიყვარს. მადლობა ყველას ვინც მომიკითხეთ, შეწუხდით, იცინეთ და მეც ბევრი მაცინეთ. მიყვარხართ ♥️♥️♥️ p.s.

ექიმი, რომელმაც “ამცრა” იყო ვინმე გიორგი ჩანდლერი გოგელიას კლინიკაში და რომელიც იმედი მაქვს უმკაცრესად დაისჯება”, – წერს მარიკა შალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.

ზაალ კაპანაძე : „ ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა“

„ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, რომ ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, აცრის ჩატარების სერტიფიკატი არ აქვს.

იხილეთ ვრცლად – რეგულირების სააგენტო: გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და არც შესაბამისი სერტიფიკატი გააჩნია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები