LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულირების სააგენტო: გოგელიას კლინიკას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და არც შესაბამისი სერტიფიკატი გააჩნია

205
ჯანდაცვის სამინისტრო

„ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუცხადეს.

გარდა ამისა, სააგენტოში ამბობენ, რომ ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, აცრის ჩატარების სერტიფიკატი არ აქვს.

“როგორ ბედავთ! მეგონა ბავშვს ავცრიდი ვაქსიგრიპით აღმოჩნდა, რომ ც ვიტამინს აკეთებთ, გაავრცელეთ…”

„გარდა ამისა, შარშან გამოვლინდა მის მიერ სერტიფიკატების გაყალბების ფაქტები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეც აღიძრა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.

ცნობისთვის, მოქალაქეები აცხადებენ, რომ გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთეს

როგორც ადგილზე მოქალაქეებმა განაცხადეს, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათივე თქმით, ინექცია გაუკეთეს ბავშვებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები