ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სანდრა ბალოკმა კიდევე ერთი ბავშვი, ლაილა იშვილა. ამ დრომდე პატარს ფოტოები მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ამჯერად კი, ოსკაროსანი მსახიობი ვაჟთან, 5 წლის ლუისთან და 3 წლის ლაილასთან ერთად გამოჩნდა ჟურნალ People-ის გარეკანზე: „როცა პირველად ლაილა ვნახე, უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ის ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო. გოგონა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დროს გამოჩნდა“ – ამბობს ვარსკვლავი.
3 წლის ლაილას სახე გარეკანზე არ ჩანს, ის კამერისგან ზურგითაა გადაღებული. მისი ფოტოების ხილვა გულშემატკივარს ჟურნალის ფურცლებზე შეეძლება.