LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: დათო ხუჯაძე არყის გამოშვებას იწყებს: „იდეა მაქვს, რომ ტყეში ამფითეატრიც გავაკეთო…“

420
დათო ხუჯაძე

დათო ხუჯაძემ ახალი ბიზნესი წამოიწყო – მალე არაყს გამოუშვებს, რომელიც მისი თქმით, ნატურალური და გემრილი იქნება. ოკრიბაში, სადაც მისი მშობლიური მხარეა, მალე მუსიკალური ფესტივალებისთვის სივრცესაც მოაწყობს. ამის შესახებ fortuna.ge-ს ექსკლუზიურად გაუმხილა.

„მე ვარ წარმოშობით ოკრიბიდან, იქ მაქვს სოფელი, კიდევ ავიღეთ მიწები. უცხოეთიდან ჩამოვიტანე მინიფაბრიკა, მინდოდა, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მეწარმოებინა არაყი. ბრენდის სახელწოდება იქნება „მაკრინეს მინდორი“. ჩემი სახლის უკან იყო ამავე სახელწოდების მინდორი, სადაც პირველად დავლიეთ ბიჭებმა არაყი, მოვიპარეთ ქათამი (იცინის). აქედან გამომდინარე დავარქვი ეგ სახელი. ზუსტად მანდ დგას ჩემი მარანიც. იმედია, თვენახევარში უკვე იქნება გამზადებული. 7-8 თვეა ამას ვაკეთებ. ვაშენებთ კოტეჯებს ტყეში, მთაში. ლაუნჯი ავაშენეთ გადასახედით… იდეა მაქვს, რომ ტყეში ამფითეატრიც გავაკეთო. მინდა, იქ ფესტივალი გავაკეთო, არყის თანხლებით, რომელიც იქნება ნატურალური და სუფთა.

ვინმე შემოგეხიდა?

არა, მხოლოდ მარტო ვაკეთებ. მე ვიცი, როგორი პრინციპი და კონცეფცია იყოს. რასაკვირველია, გემოც. არყის ტექნოლოგის დახმარებაც დამჭირდება.

შენ ასეთი ბიზნესი აქამდე არ გქონია, არა?

მქონდა რესტორანი ბათუმში, რომელიც გავყიდე. ოთხი წელი მქონდა კომპანია, რომელსაც „სონისთან“ და სხვა მსხვილ კომპანიებთან ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტები, მაგრამ გავყიდე ჩემი წილი და სწორედ ამ თანხით გავაკეთე ახალი ბიზნესი.

მოკლედ, ბიზნესისადმი მიდრეკილება აშკარაა…

შოუბიზნესიც ხომ ბიზნესია. უნდა გათვალო, რას მღერი, ვისთვის და როდის. ახლა მთავარია, მარანი დავამთავრო და ამფითეატრის შენებას შევუდგები.

შემოქმედებითი სიახლეები გაქვს?

ახლახან გამოვუშვი სიმღერა „აჰ, ტურფავ, ტურფავ“ ქართულ და სომხურ ენებზე.

ასევე გამოვიდა ჩემი კლიპი სომეხ მომღერალთან ერიკ კარაპეტიანთან, რომელიც სომხეთში ძალიან პოპულარული მომღერალია. სხვათა შორის, აქაური, თბილისელი ბიჭია.

ერთ კვირაში გამოვა „ჯანაიას“ ქართულ-თურქული ვერსია. „სახის“ ახალი სიმღერაც ჩავწერეთ, რომელსაც ძალიან მალე მოისმენთ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g