LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ვატაროთ თუ არა ბავშვი ბაღში ვირუსების დროს

218

ცნობილმა უკრაინელმა ექიმმა, ევგენი კომაროვსკიმ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. პედიატრი, რომელიც წლებია უძღვება ცნობილ გადაცემას „ექიმ კომაროვსკის სკოლა“, სოციალურ ქსელშიც ძალიან რეიტინგულია.  რჩევები მისი სამედიცინო ბლოგიდან fortuna.ge–ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ინტერვიუს ჩაწერა ცნობილ პედიატრთან, რომელმაც ქართველი მსმენელისთვის ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორისაა: ვირუსები, გაციების პროფილაქტიკა, ტემპერატურის მართვა, ხველის პრობლემა, ვაქცინაცია, ანტიბიოტიკების გამოყენება და  სხვა საინტერესო თემები.

ინტერვიუს ნაწილი დაეთმო კითხვას საბავშვო ბაღებზეც. უნდა იაროს თუ არა ბავშვმა საბავშვო ბაღში ვირუსების პერიდოში.

გთავაზობთ პედიატრის რჩევას ამ საკითხთან დაკავშირებით:

სწავლის პირველი წელი საბავშვო ბაღში ხანდახან ძალიან რთულდება. ბავშვები ხშირად ავადობენ და მშობლების ნაწილი უარს ამბობს ბავშვის ბაღში ტარებაზე. ანუ ჩვენ გვაქვს ასეთი რეალობა: ბაღი, სადაც ბავშვი კარგად ატარებს დროს და ვირუსები, რომლებიც გამუდმებით ხვდება ბავშვს. როგორ მოვიქცეთ? უარი ვთქვათ ბაღზე?

საქმე იმაშია, რომ ბავშვის ორგანიზმი აბსოლუტურად მზადაა მოერიოს ვირუსულ ინფექციას ყოველგვარი წამლების გარეშე, ცხადია, უფროსების სწორი მიდგომის დახმარებით. ის რაც აუცილებელია გაკეთოთ, ესაა თბილად ჩააცვათ ბავშვს, გაანიავოთ ჰაერი იმ ოთახში, სადაც ის იმყოფება, ასვათ ბევრი სითხე და არ დააძალოთ ჭამა. ბავშვისთვის ეს სრულიად საკამრისია, 4-5 დღეში ვირუსი აუცილებლად ალაგდება.

ბავშვებს არ ეშინაით ვირუსების, მათ ეშინიათ, როცა მშობლები  იწყებენ ამ ვირუსების მკურნალობას და ასმევენ ათობით წამალს. როცა თქვენ არ გყოფნით ცოდნა და ენთუზიაზმი იმისთვის, რომ მისცეთ ბავშვს საშუალება მოერიოს ვირუსს დამოუკიდებლად, მაშინ თქვენ ბავშვი ბაღში არ უნდა ატაროთ. თუ თქვენ შეგიძლიათ ბავშვის დამხრება სწორად, ყოველგვარი ვირუსის საწინააღმდეგო წამლების გარეშე, ატარეთ ბაღში რომელი ასაკიდანაც გინდათ.

ავადობის პრობლემა, არაა მხოლოდ მშობლის ბრალი, ესა საბავშვო ბაღის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. ვინც ახლა ჩვენ გვისმენს, ხვალ ბაღში მისვლისას იკითხოს მასწავლებელთან, როგორია ჰაერის ტენიანობა ოთახში, არის თუა არა სპეციალური აპარატი, რომელიც განსაზღვრავს ტენიანობას. თუ ბაღში ჰაერი მშრალია, ცხადია, ბავშვები ადვილად გახდებიან ავად. თუ მათ დიდხანს ასეირნებენ სუფთა ჰაერზე, ავადობის სიმცირე რადიკალურად იკლებს. ცხადია ასეთი ბაღები ერთეულია.

დამოკიდებულია თუ არა ბავშვის ავადობის სიხშირე ასაკზე? ამბობენ რომ პატარების მიყვანა ბაღში არ ღირს და ოპტიმალური ასაკი 3 წელია.

რა თქმა უნდა ასაკი არაფერ შუაშია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნებით, ბავშვი, რომელიც დადის სკოლასა თუ ბაღში, შეიძლება წელიწადში 6-ჯერ ან თუნდაც 12 ჯერ ავადობდეს, ეს ნორმაა. ასეთი ბავშვები ხშირად მოავადეებად არ ითვლებიან.

ექიმ კომაროვსკის სრულ ინტერვიუს მოისმენთ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“, რომელიც გადის „ავტორადიოს“ ეთერში ოთხშაბათს, საღამოს 20:00 საათზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g