LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერიმენტი: 5 დღე მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის გარეშე

307
Hiker leaving the hut Onorio Falier at Pian di Ombretta, Ombretta valley, Marmolada, Dolomites, Belluno, Veneto, Italy

ხუთდღიანი უფასო არდადეგების მსურველი მსოფლიოს მასშტაბით, 19 000 ადამიანი აღმოჩნდა. თუმცა, როგორც გაირკვა, იტალიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, დოლომიტის ალპებში მხოლოდ 10 მათგანი დაისვენებს.

მოგზაურები Onorio Falier- ის ხის ქოხებში, ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე იცხოვრებენ. მათ არ ექნებათ წვდომა, არც მობლიურ ტელეფონებთან და არც რაიმე ტექნიკასთან, შესაბამისად მოწყდებიან სოციალურ ქსელებსაც. ექსპერიმენტის მიზანი სწორედ ესაა.

ექსპერიმენტს თან ახლავს ფსიქოლოგიც, რომელიც მოგზაურებთან ერთად დაისვენებს,  შემდგომში კი გააკეთებს დასკვნას, თუ  როგორ მოქმედებს არდადეგები ტექნოლოგიისა და სოციალური ქსელების გარეშე, სუბიექტების ჯანმრთელობაზე.

”ჩვენ გთავაზობთ დასამახსოვრებელ დღეებს, ბუნებასთან ახლო კონტაქტს“  – თქვა ემა ტავერმა, პროექტის მენეჯერმა და აღნიშნა, რომ მოგზაურები აგორდოს რეგიონში ადგილობრივებსაც დაეხმარებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g