LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება

207
eksperimenti

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის 5 ეპიზოდი გაითამაშეს.

ტრაგიკული ღამის მოვლენების ინსცენირებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს, თუმცა ადვოკატების განცხადებით, ექსპერიმენტში ჩართვა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა.

ექსპერიმენტით დადგინდა,რომ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაუშვებელი მტკიცებულებაა და რეალობას არ შეესაბამება.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეორე ექსპერიმენტით დგინდება, რომ თუ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილსა და ვახტანგ ახვლედიანს ბრალდებულები ახლო მანძილით მისდევდნენ, ისინი მხოლოდ ახვლედიანსა და ამირხანაშვილს დაინახავდნენ.

გთავაზობთ მაისურაძის კომენტარს ჩატარებულ ექსპერიმენტზე:

“თუ მართლა ახლო მანძილში მისდევდნენ ამ სამ პიროვნებას, მაშინ მდევარი ადვილად დაინახავდა, ვინ სად დაიმალა, ვერ დაინახავდნენ შაქარაშვილს, საით გაიქცა. დაინახავდნენ ახვლედიანს და ამირხანაშვილს. არ გაეკიდებოდნენ იმას, ვისაც ვერ ხედავდნენ. ადვილად მიაგნებდნენ როგორც ამირხანაშვილს, ისე ახვლედიანს. კიდევ ერთი ექსპერიმენტი ხილვადობის არქონის გამო პრაქტიკულად შეუძლებელია. არაგვის ხიდის ქვეშ არაფერი არ ჩანს. თუ შაქარაშვილი იქ ჩავიდოდა, ის აუცილებლად დაგორდებოდა, დაუზიანდებოდა პერანგი , ხელები, თავი, რასაც არცერთი ექსპერტიზა არ ადასტურებს. შაქარაშვილი მდინარის პირას ვერ მივიდოდა. გამაოგნებელია ეს დრამატურგია გამოძიების, რომ წყალში უნდა შეხვიდე, რომ ჩანთა დადო ჯებირზე. გამოდის, რომ შაქარაშვილი წყალში შევიდა და ჯებირზე, მაღლა დადო ჩანთა?

იცოდნენ, რომ ეს არაა ამომწურავი ექსპერიმენტი, სულ მალე გვექნება სიურპრიზი ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g