ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სანაპირო გამოავლინეს. კანადურმა ტურისტულმა სააგენტომ Flightnetwork-მა 600-მდე ჟურნალისტი, რედაქტორი თუ ბლოგერი გამოკითხა და აუცილებლად სანახავ სანაპიროთა რეიტინგი შეადგინა. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს წოდება კი ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე მდებარე გრეის ბეის პლაჟმა მოიპოვა. სანაპიროზე წელიწადში 319 დღე მზე ანათებს და საბანაოდ მასზე უკეთესი ადგილი ალბათ არ არსებობს. სამეფო რიფები და უნიკალური ლანდშაფტი კი გრეის ბეის კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს.