ექსპერტებმა წარმატებული მოგზაურობის რამდენიმე საიდუმლო გაამხილეს. ამ რჩევების დამსახურებით ფრენა და აეროპორტში გატარებული დრო ბევრად უფრო კომფორტული გახდება. პირველ რიგში კი მგზავრებმა საკვები სახლიდან უნდა წაიღონ, ხოლო ხელბარგში ცარიელი ბოთლი ჩადონ, რომელსაც წყლით კონტროლის გავლის შემდეგ გაავსებენ. ამ გზით ისინი საკმაო ფულს დაზოგავენ. ასევე, სასურველია, თუკი მგზავრებს თან მხოლოდ ხელბარგი ექნებათ, რაც დროს დაზოგავს და ბარგის დაკარგვის შანსსაც მინიმუმამდე შეამცირებს. ბავშვებთან ერთად მოგზაურებმა უნდა იცოდნენ, რომ პატარებს ქცევის წესები წინასწარ აუხსნან და მათი გართობისთვის საჭირო ნივთებიც არ უნდა დაავიწყდეთ. და ბოლოს, ფრენისთვის ცდა ისეთ გარემოში ჯობს სადაც ნაკლები ხალხია და თავისუფალი დენცკვიტას პოვნაც უფრო მარტივია.

