LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექთნების მინიმალური ხელფასი ₾792 , ექიმების – ₾1260 გახდა

179
ექიმი

პირველი იანვრიდან ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. მთავრობის დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული.

საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზარდა

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ეს სხვაობა 2026 წლამდე უნდა აღმოიფხვრას.

„ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ამას სახელმწიფო კლინიკებში საპილოტე პროექტადაც ვამუშავებდით. ასევე, მიდიოდა პროცესზე დაკვირვება და ვფიქრობთ, რომ სამედიცინო სერვისებზე გადახდით, რასაც სახელმწიფო ანაზღაურებს საყოველთაო ჯანდაცვიდან, მიზანშეწონილია, განისაზღვროს ექიმებისა და ექთნებისთვის ყოველთვიური ხელფასის მინიმალური ოდენობა. ეს არის მინიმალური ოდენობა და არ არის ეს ხელფასის დაფიქსირება. ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში ეს არის დარიცხული 792 ლარი, ექიმების შემთხვევაში კი დარიცხული 1260 ლარი“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g