სააგენტო „როიტერი“ ერაყის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ერაყის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად სამი რაკეტა ჩამოვარდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული. ერაყის სამხედრო ძალების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ სარაკეტო თავდასხმა ერაყში რამდენიმე დღის წინაც განხორციელდა, ბალადის სამხედრო ბაზაზე 18 აპრილს მომხდარი თავდასხმის დროს ორი ერაყელი სამხედრო დაშავდა.
აშშ-ის ხელისუფლება ერაყში აშშ-ის დაწესებულებებზე და სამხედრო ბაზებზე რეგულარულ სარაკეტო იერიშებში ირანის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებს ადანაშაულებს.
