LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნანგრევებიდან წლინახევრის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს“ – ოკუპანტებმა კრივოი როგზე თავდასხმა განახორციელეს

139
კრივოი როგი დაბომბვა

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგში ერთ-ერთ სახლზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მისივე განცხადებით, დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი წლინახევრის ბიჭია.

„რუსებმა მოკლეს 64 წლის ქალი, ასევე, ოჯახი მცირეწლოვან შვილთან ერთად. 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია“, – აცხადებს რეზნიჩენკო.