LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერაყში საქართველოს მოქალაქეებმა გაძარცვეს სახლი, სადაც მუშაობდნენ

145
Screen-Shot-2021-09-10-at-23.46.24

საქართველოს მოქალაქეებმა ერაყში, ბიზნესმენის სახლიდან 2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის თანახმად, ძარცვაში 4 ადამიანი მონაწილეოდა. ერთ-ერთი ბრალდებული კი ბიზნესმენის ოჯახში დამლაგებლად 5 თვის განმავლობაში მუშაობდა.

მედიის ცნობით, მძარცველებმა ქურთისტანის დატოვება მოახერხეს, თუმცა ფულისა და ოქროს ტრანსპორტირება ვერ შეძლეს. პოლიციამ ნაქურდალის დიდ ნაწილს სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაგნო და პატრონს დაუბრუნა.

პოლიციის ვერსიით, დამლაგებელი თურქეთში გადავიდა და 20 000 დოლარი წაიღო თან. დანარჩენი მძარცველები სად წავიდნენ, დაკონკრეტებული არ არის.

20-მდე პირი, რომელთაც ურთიერთობა ჰქონდათ ეჭვმიტანილებთან, გამოძიების ქვეშ არიან და სამი მათგანი დაპატიმრებულია.

მედიის ცნობით, ეს იყო წინასწარი დაგეგმილი ყველაზე დიდი ძარცვა დაჰუკის ისტორიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები