LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერაყში ტერაქტის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა

105

ერაყის სამხრეთში, დი-კარის პროვინციაში, მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად, დაღუპულთა რიცხვმა 74-ს მიაღწია, დაშავებულია 93 ადამიანი.

ამის შესახებ ტელეარხ „ალ-ჯაზირას“ პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა.

ერაყის სამხრეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 74 ადამიანი, ხოლო 93 – დაშავდა, – განაცხადა აბდელ ჰუსეინ ალ-ჯაბრიმ.

ქალაქ ნასირიადან დასავლეთით ტერორისტები კაფეს დაეხსნენ თავს და ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული მანქანა ააფეთქეს. აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შორის ირანის მოქალაქეებიც არიან.

ტელეარხ Sky News Arabia-ს ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g