თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აპირებს ვლადიმერ პუტინს დაუკავშირდეს და უკრაინის პრეზიდენტთან ერთად სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესახებ მისგან პოზიცია მოისმინოს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მხარს უჭერს იდეას სამმხრივი შეხვედრის გამართვის თაობაზე.
„თუკი პრეზიდენტი პუტინი მხარს დაუჭერს ამ წინადადებას, შეხვედრა შესაძლოა, სტამბოლში, ან ანკარაში გაიმართოს“ , – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს კონტაქტები მნიშვნელოვანი საშუალებაა დაძაბულობის შესამცირებლად.
პუტინი: რუსეთს არ უნდა ომი და მზადაა მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად