თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მადლობას უხდის ყველა ქვეყანას, რომელიც თურქეთს მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში ეხმარება.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის. გვეხმარებიან სამძებრო სამუშაოებში და არ გვივიწყებენ ლოცვის დროს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 8 000 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, დაშავებულია 81 000-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულების დიდი ნაწილი კი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა