LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი: რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გაუძლებს

160
ერდოღანი

რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის რეალისტური სცენარი.

“რუსეთის შეჭრა უკრაინაში რეალისტურ მიდგომად არ მიმაჩნია. რადგან უკრაინა არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა.

უკრაინა ძლიერი ქვეყანაა. გარდა ამისა, იმისათვის, რომ რუსეთმა გადადგას ეს ნაბიჯი, უნდა გადახედოს სიტუაციას მთელ მსოფლიოში და საკუთარი მდგომარეობას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, ომი პოლიტიკის ისტორიიდან უნდა წაიშალოს.

„ეს ყველაფერი არ გამოვა მსჯელობით: „დავიკავებ მიწებს და ადგილებს თან  წავიღებ“, – აღნიშნა მან.

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საკითხის განხილვის აუცილებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g