LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი თურქეთში კანაფის წარმოების განახლების სურვილს გამოთქვამს

20180818180748

თურქეთის პრეზიდენტს პლასტმასის მასალების კანაფის ქსოვილით ჩანაცვლება სურს. მწვანე პოლიტიკის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანაგუნდელებს პლასტიკურის ნაცვლად, ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ჩანთების გამოყენებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, თურქული მედია ავრცელებს.

ნიადაგს პლასტიკური მასალის დაშლა 500-დან 750 წლამდე ან 1000 წლამდე არ შეუძლია. ამიტომ, ჩვენ პლასტიკურ მასალებს ომს ვუცხადებთ. მე ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ საარჩევო კამპანიის დროს ბაწრისა და ქსოვილისგან დამზადებული ჩანთები გამოიყენონ. ბუნებრივი მასალები ნიადაგის მეგობრები არიან, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის განცხადებით, წინა არასწორი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გამო, თურქეთში კანაფის წარმოება აღარ ხდება და მისი იმპორტირება საზღვარგარეთიდან უნდა მოხდეს. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კანაფი ბუნებრივი ჩანთების მთავარი მასალა იყო და ბავშვობაში მისი მშობლები ჩანთებს სწორედ კანაფისგან ქსოვდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანაფის წარმოების აღსადგენად საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.

პირველი სექტემბრიდან თურქეთში პოლიეთილენის პაკეტები ფასიანი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g