LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანის მიერ ნახსენებ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს: დმიტრო კულება

93
დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, „თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნახსენებ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს“. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. უკრაინაში სახელმწიფო ენის სტატუსზე საუბრისას, კულებამ აღნიშნა, რომ „უკრაინაში ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დელეგაციების ქვეჯგუფებში ერთდროულად ბევრი სხვადასხვა საკითხი განიხილება და უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს.

„ჩვენი სახელმწიფო გულწრფელ მადლობას უხდის თურქულ მხარეს და ცალკე პრეზიდენტ ერდოღანს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია სიტუაციის ობიექტურად შეფასება. თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ოთხ პუნქტში რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს. კერძოდ, ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში არის და იქნება უკრაინული“, – აღნიშნა კულებამ.

კულებამ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს და პრეზიდენტ ერდოღანს პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რათა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

mazda magti 5g