Reuters-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენების წინადადებით მიმართა.
როგორც თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატში აცხადებენ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკი სექტემბრის ბოლოს იზმირში დაგეგმილ საავიაციო-კოსმოსურ და ტექნოლოგიების ფესტივალზეც (Teknofest) მიიწვია და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მიწვევა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მასკმა მიმდინარე წლის მაისში კომპანიის ახალი ქარხნისთვის წლის ბოლომდე ადგილის შერჩევაზე ისაუბრა და ისიც დასძინა, რომ Tesla-სთან ბევრი თურქი მომწოდებლის თანამშრომლობიდან გამომდინარე თურქეთი მისი მომდევნო ქარხნის განსათავსებლად მნიშვნელოვანი კანდიდატია.
Tesla-ს ამჟამად ექვსი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მშენებლობა მექსიკაში მიმდინარეობს.