ერევანში პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი შეიარაღებული დაჯგუფების რამდენიმე წევრი სამართალდამცველებს ჩაბარდა. უცხოური მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეიარაღებულმა დაჯგუფებამ პოლიციის განყოფილება 17 ივლისს აიღო და მძევლები აიყვანა. დაჯგუფების წევრები ქვეყნის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანიანის გადადგომას მოითხოვდნენ.