ერევანში საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ სამართალდამცველებმა 136 ადამიანი დააკავეს, სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ხორენაცის ქუჩიდან პოლიციის განყოფილებაში 136 ადამიანი გადაიყვანეს,“ – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
ერევნის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე პოლიციის განყოფილების შენობასთან, სადაც ამ დრომდე შეიარაღებული ჯგუფი პოლიციის განყოფილების შენობაშია გამაგრებული და მძევლები ჰყავს აყვანილი, არეულობა გუშინ საღამოს დაიწყო. აქტივისტები სომეხი ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ და პოლიციელებს ქვები დაუშინეს.სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, შედეგად 45 ადამიანი დაშავდა.