LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები მერიის შენობაში შეიჭრნენ

67

ერევნის მერიის შენობაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ. სომხური მედიის ინფორმაციით, მერიაში შეჭრილი 200-მდე მოქალაქე კორიდორებში ზის, ნაწილი კი, თანამშრომლების კაბინეტებში დადის. განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობაა მერის მისაღებთან.

ერევნის მერმა დემონსტრანტებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, დემონსტრანტებმა კი, ქალაქის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე მერის მოადგილეები გავიდნენ და განუცხადეს, რომ თავად მერი შენობაში არ იმყოფება და მოსახლეობას მოგვიანებით შეხვდება.

ერევნის მერს, რომელიც უფლებამოსილებას 2011 წლის შემდეგ ასრულებს, ისტორიული შენობების ნგრევის, სატრანსპორტო და დასუფთავების პრობლემებისთვის აკრიტიკებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები