LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებიდან” რამდენიმემ პირდაპირ მითხრა, რომ არც მე მინდა მიიღონ ეს კანონიო“ – თაკო ჩარკვიანი

146
tako-charkviani_w_h

„არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ დავასახელო, მაგრამ “ოცნებიდან” რამდენიმემ პირდაპირ მითხრა, რომ არც მე მინდა მიიღონ ეს კანონიო. მე მივხვდი, რომ ესეიგი იძულებით მდგომარეობაში არიან. საიდან? რუსეთიდან. ეს წარმოუდგენელია. ამას ჰქვია ქვეყნის გაყიდვა“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა გადაცემაში „დღის თემა“ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს საქართველოს სახელწმიფოებრიობა საფრთხის წინაშე დგას.

„რასაც ახლა ვხედავ, ბევრად უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე წინაზე. თითქოს ხედავ თვალნათლივ, როგორ ასრულებენ ჩრდილოეთიდან ბრძანებას. ეს ძალიან მძიმე სანახავია და ტრაგიკული ჩვენი ქვეყნისთვის. ვხედავ, რომ საქართველოს სახელწმიფოებრიობა ძალიან  დიდი საფრთხის წინაშე დგას“ – განაცხადა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „დღის თემა“.

ამ წუთენში პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობას. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ფრაქცია “ქართული ოცნებაა”. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად „ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო  იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

პოპულალურები