17 ივლისს ანსამბლი „ერისიონი“ მაყურებლის წინაშე „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში“ ახალი შოუ-პროგრამით წარდგება. კონცერტის დასაწყისი 20:00 საათი გახლავთ.
„ერისიონის“ ახალი პროგრამა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა შერმანდი ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა, ქალბატონმა ეკა ჭკუასელმა შექმნეს.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთის ფასი 30 ლარია.