LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერისთავის თეატრმა ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლის პრემიერა მიუძღვნა (ვიდეო)

295
75625251-742588509593993-1391026812095561728-n

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, სოლიდარობის ნიშნად გორის ერისთავის თეატრმა სპექტაკლის პრემიერა მიუძღვნა. რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” საოკუპაციო რეჟიმის უსამართლო პოლიტიკის თემატიკაზე შეიქმნა.

სპექტაკლი ამ სიტყვებით დაიწყო – “სოლიდარობა ვაჟა ექიმს”.

მსახიობები სცენიდან, მაყურებელი კი დარბაზიდან ერთდროულად აპროტესტებდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას.

მამა არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და საზღვარი გადაკვეთა – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

https://www.facebook.com/goristeatri/videos/564289637662134/?__xts__[0]=68.ARBMwzE13csM4QPOJBauFAzArVplnq51Oc7h_lRu9VbChlr808zq30UZpAsxo6xUwC2LLxMjFcTvhIIf3TTfM62da8ogf4oCn6AAsQBTiJpie0zfX4vcl8LKRziSuerhbulzoyyrqOZlYAwnGT0U31mOKcg2olfSXZe4cagaJ_Q0kYEEarX8xCtshu-FhCq0yoHDkb-U-cNAq0wmCrBljGL1BPKIyKbCm4wiVz7UZnDKm8-N1bOBlp76a9jxQDtjTGOrjS2jynTfnlxP8Crq1DUAvaazgwzgH9TMs2ysWqARxHrMBuOaFXqT-SLxs-YdseOXgZPWh_ETG_C6lImimn8iqdYLGex1Gx0&__xts__[1]=68.ARDd1e38jBwrhobvhTOGzSFqqk73y6ei1lzFfT90tQFq4fEoBCAMVNGYBvHyzM4NDQ4Imy9yvhPeCKWXxpba3Cfm5lzBIz_Kx4KEKxgvInJSxfr9Qz8Z4NYJHqaZDKOTHyh7YiH10QOe2Ie1XaaYlQoox0TOFTDfX8rlhZRVUEIJrsnPDsqc0BEWFGlS7dUay7HmiC9fpPMNmZjlfyGqXBoFJxP0jx2BZI2Y8aS3Sy0evQ_pz5C_94wDhyz1XwcuZddDz2BvJPoltHL3DpuMWIxRvqK5Lkj5vVfbLRgu79XGQ9dLW0asi9fAwaP7ciHSFdr4em22mdInJB3jfrQelx2bTtVtT1yddFk&__tn__=-R

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რუსმა მესაზღვრეებმა 14 დღის წინ გაიტაცეს. სეპარატისტულმა სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და ქართველ ქირურგს 2008 წლის ომში მონაწილეობა დააბრალეს. მიუხედავად ქართული მხარის მიერ აქამდე განხორციელებული ნაბიჯებისა, საპატრიარქოს მიერ რუსი კოლეგის მისამართით გაგზავნილი წერილისა, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერის მიმართვისა და სოლიდარობის აქციებისა, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში ტყვეობაში რჩება.

,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ – ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g