LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

3386
BeFunky-collage (2)

საინფორმაციო პორტალის qartli.ge-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო სამართალდამცველების მიერ წარდგენილ ბრალს “საზღვრის” უკანონოდ გადალახვის შესახებ, არ აღიარებს. ინფორმაციას სააგენტო ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან – აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ” – აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი.

,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ - ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს

ჰო,თარჯმანი მოითხოვა კიდევ,ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია,რუსულად არ დაგელაპარაკებითო!

ბოლო დღეების განმავლობაში უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საგანგებოდ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც.

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

უკვე ერთი კვირაა ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების ტყვეობაშია. დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ე.წ სასამართლომ კი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g