LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროტიკული სერიალი ქართულ ელიტაზე – როდიდან გამოვა ეკრანებზე „ელიტარული დახმარება“ (ვიდეო)

2559

„ელიტარული დახმარება“ – ამ სახელწოდების ქართული სერიალი ეროტიკული შტრიხებით თბილისური ღამის ცხოვრების შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში 9 სექტემბრიდან გამოჩნდება. გადაღებები დიდი ხანია უკვე დაწყებულია. როლებს ინაწილებენ ნუცა შანშიაშვილი, ნანა ნებიერიძე, ზურა შარია, ზურა ინგოროყვა და სხვა ცნობილი სახეები.

ნუცა შანშიაშვილი გადაღებებიდან სოციალურ ქსელში სხვადასხვა ეპიზოდს ათავსებდა ხოლმე, თუმცა სერიალის დეტალებზე პრესასთან არ უსაუბრია. რეჟისორი გიორგი ჯაფარიძე გახლავთ. როგორც დაანონსებულია, სერიალმა ქართული ელიტის ცხოვრების საიდუმლოებებს უნდა ახადოს ფარდა. ფილმში შეეხებიან ისეთ თემებს, როგორიც სექსი, სასიყვარულო ურთიერთობები და ინტრიგებია.

https://www.facebook.com/elitaruliDAxmareba/videos/205681816626980/

magti 5g