LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს 

151
გვენეტაძე - მესტვირიშვილი

დღეიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს. კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შვიდწლიანი ვადა გუშინ ამოეწურა.

შეგახსენებთ, 9 თებერვალს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა მმართველი პარტიის წევრების მიერ ინიცირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის შემადგენლობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემატება და განისაზღვრება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი ვიცეპრეზიდენტი და სხვა წევრები შედიან. აღნიშნული კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.

პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

„ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს 23 თებერვალს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასაჭირო უწოდა და ვეტო დაადო.

“ცვლილებები ნაჩქარევად, კონსულტაციის გარეშე მოხდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას” – კელი დეგნანი ეროვნული ბანკის კანონის შესახებ

სებ-ის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის – IMF

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g