2016 წლის 20 და 21 ივნისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტებს, რომელშიც მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – გიორგი ცაგარელი (ალტი), დირიჟორი – არიელ ცუკერმანი.
პირველად საქართველოში შესრულდება იოსებ ბარდანაშვილის კონცერტი ალტისა და ორკესტრისათვის POSTLUDIUM. ხოლო კონცერტის მეორე ნაწილში ქართველ მსმენელს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა „შეჰერეზადა“, სადაც სოლო ვიოლინოს პარტიას შეასრულებს ვიქტორ კონიაევი.
კონცერტები იმართება პროექტ „სიმფონიური ივნისის“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
პროექტის პარტნიორები: ხელოვანთა კავშირი Conceptart და კომპანია ბადაგონი. საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია პალიტრა და საინფორმაციო ცენტრი 118 08.
კონცერტების დასაწყისი: 19:30 საათი. ბილეთები გაიყიდება 2016 წლის 9 ივნისიდან ვებგვერდზე www.biletebi.ge ხოლო 16 ივნისიდან რუსთაველის თეატრის სალაროში. ბილეთის ფასი: 25, 35 და 45 ლარი