LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მხარდაჭერით სერგო ფარაჯანოვის საკულტო ფილმის „ბროწეულის ფერის“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი გაიმართება

513
TBC

18 მარტს რუსთაველის თეატრში უნიკალური ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ბროწეულის ფერი“ გაიმართება. წარმოდგენა თიბისის, საქართველოში სომხეთის საელჩოს, საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდება. 

ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონულ მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს.

სპექტაკლი ლეგენდარული კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება. სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელია ფრანგი ქორეოგრაფი მურად მერზუკი, ორიგინალური იდეის ავტორი კი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური ჯგუფის „Saté-âtre“ დირექტორი.

სერგო ფარაჯანოვი მრავალი კინოპრემიის ლაურეატი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი იყო. მსოფლიო აღიარება სერგო ფარაჯანოვს ეწვია ისეთი საკულტო ფილმების შექმნის შემდეგ, როგორებიცაა: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1965)  და „ბროწეულის ფერი“ (1969).

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები