LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს“ – რას ითხოვს და რას აპირებს პროფკავშირი?

157
მუზეუმი

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი ეროვნული მუზეუმში თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს. პროფკავშირების განცხადებით, 40-მდე თანამშრომელია გათავისუფლებული და რეორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად ტარდება.

„დღეს, 24 მაისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2022 წელს დანიშნული ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან ცნობილი გახდა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლების შესახებ, რომლის საფუძველს ბრძანების მიხედვით წარმოადგენს აღნიშნულ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია.

თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები გაიცა რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის ოქმის შესაბამისად.

ამ ეტაპზე გათავისუფლებულ იქნა ეროვნული მუზეუმის 40-მდე თანამშრომელი – მაღალი დონის პროფესიონალების გუნდი. ასევე, მათ სიაში შედის საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ნიკოლოზ წიქარიძე და კავშირის სხვა წევრები. გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიაში არიან ის მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროექტებში. ამ პროექტებით და მიღწეული წარმატებებით საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე ამაყობს და საქართველოს მსოფლიო იცნობს პირველი ევროპელების სამშობლოდ და ღვინის უძველეს ცივილიზაციად.

პროფესიულ კავშირს მიაჩნია, რომ:
1. უკანონოდ გათავისუფლდნენ თანამშრომლები.
2. რეორგანიზაცია დამსაქმებლის მხრიდან გაუმჭვირვალედ და არაკეთილსინდისიერად ტარდება.

პროფესიული კავშირის წევრები შეიკრიბებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას ბრძოლის გზებზე. ჩვენი ორგანიზაცია აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს დასაქმებულების უფლებების დასაცავად.
საზოგადოებას მოვუწოდებთ სოლიდარობისკენ.

პროფესიული კავშირი მოითხოვს, მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პროცესის შეჩერებას და გადაწყვეტილებების გადახედვას. ასევე, პროფკავშირების აქტიურ ჩართვას პროცესში“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები